მამეცადინე ის საგნები შენ რომ გიყვარდა, დათვლა ნეკნების, კოცნა შუბლზე, კოცნა ლავიწზე, ზარს ნუ დარეკავ, ჯერ სასწავლი კიდევ ბევრია.
გადაივიწყე ბედისწერა და შემასწავლე როგორ მოგიკვდე, როგორ აღვსდგე, როგორ მოვიდე, არ დაივიწყო კოცნა ოღონდ სახლის კარებთან.
ხელი ჩამკიდე, იქნებ ასე მაინც გადარჩეს ის, რაც მიყვარდა, რაც გიყვარდა, რაც ისევ მიყვარს, ოღონდ ნუ მეტყვი, რომ ბავშვურად გადაგიყვარდი.
ჩემი დღეები ღამეებად გადის უშენოდ, არ დამეფანტო, არ დამეკარგო, არ დამივიწყო, მტკივნეულია ღამეების ასე თენება.
ვიდრე დავუკრავთ სიმფონიას გამოსათხოვარს, ვიკითხოთ ბაშო, ვწერდეთ ლექსებს, ვესტუმროთ ჩილეს, იქნებ გამოჩნდეს რამე მაინც გადასარჩენი.
და ვიდრე მკითხავ, ეკლესიის კართან მწირველი, საით მაქვს გეზი, საით წავალ, ან რას ვაპირებ, იქნებ მოძებნო სადმე თოვლი შარშანწინდელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა ❤️ დიდი მადლობა ❤️
3. რატომღაც ბოლოდან - თავისკენაც წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ გემოვნების ამბავია, თორემ ასეც მშვენივრად იკითხება. რატომღაც ბოლოდან - თავისკენაც წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ გემოვნების ამბავია, თორემ ასეც მშვენივრად იკითხება.
2. შემოგვემატა საინტერესო ავტორი. გისურვებთ წარმატებებს. შემოგვემატა საინტერესო ავტორი. გისურვებთ წარმატებებს.
1. ძალიან მომეწონა.წარმატებები! ძალიან მომეწონა.წარმატებები!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|