 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 25 სექტემბერი, 2025 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ჩვენიანი რომელია
უფროსები კინოში რომ წამიყვანდნენ, რაკი ენა არ მესმოდა, ვკითხულობდი: - რაო, რა თქვა? მპასუხობდნენ: - ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით… - აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო? ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!” უპასუხოს სიბნელეში ბევრჯერ თვლემაც მომერია.
კვლავ ვკითხულობ: - რაო, რა თქვა? მპასუხობენ, თითქოს კიდეც მომელიან: - ახლა ჩუმად! რომ მორჩება, ერთიანად მოგიყვებით. - აბა, ასე ვისი მხარე დავიჭირო? ვერ გავიგე, ჩვენიანი რომელია!
ყოფა ადამიანისა - წრიულია. რითაც ვიწყებთ, იქ ვბრუნდებით, გულიც ჩვენი - სულ პასუხის მნდომელია, და არც შეუცდომელია. ვინმეს უსმენ?! - სულ სხვა ტყუის, თვითონ?! - სხვაზე მართალია და ფიქრშეუწვდომელია. ისე ჩამთვლემს სამუდამოდ, ვერც გავიგებ: - ჩვენიანი - რომელია?
ჩვენიანი?! - ნიშნავს წრფელს და ნიშნავს კეთილს, გასამარჯვებს, რადგან ჩვენი ტომელია. ანუ ნიშნავს ისეთს, თავი რომ გვგონია და ვკითხულობთ, როგორც ბავშვი - სიბნელეში: -ჩვენიანი რომელია?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. აგერ ვარ ჩვენიანი. აგერ ვარ ჩვენიანი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|