ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იისფერი ოთახი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2025


შუქნიშნის ვერლიბრი

ერთმა უცნობმა მოიფიქრა, რომ ქალაქში შუქნიშნებს ეწრიპინათ,
ჰოდა, იმ დღიდან შუქნიშანმა ხმა ამოიღო,
იმ დღიდან შუქნიშანი წიკწიკებს რიტმულად,
ზოგჯერ ნელა, როცა მწვანეა, ზოგჯერ ჩქარა, როცა წითელია.
ყველას შუქნიშანს ფერები აქვს, მხოლოდ ჩემნაირების მღერის,
უსინათლოებს და პოეტებს, ან უსინათლო პოეტებს აუმღერეს შუქნიშნები.
ჩვენ არ ვეწევით, ჯერ მზე გვათბობს, ჯერ არ ვეწევით…
არც არასდროს ვეწეოდით ასეთ სითბოში.
მაგრამ ხმა გვაკლდა, მზის შექმნამდეც და აგერ, ამ მზეშიც,
ჰოდა, იმ დღიდან უსინათლოებს და პოეტებს,
ან უსინათლო პოეტებს გვაღვიძებს ორი ხმა:
“ბუძილნიკის” და შუქნიშნის.
ვაი თუ რომელიმე წრიპინი გახდეს გაბმული ხაზი, უწყვეტი ბგერა,
ვაი თუ ამ სიბნელეში, ამ სიბნელეში შეწყდეს ეს რიტმი,
ამ სიბნელეში ნუ გამაგონებ, ჯერ გამაღვიძე, ღმერთო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები