ღრუბელნი შენი ცისანი, ხედავ? ჩემამდე მოდიან, საოცნებო ხარ ყველაფრით, მინდვრიან-წყარო-ლოდიან.
სიზმარში მთაში დავდივარ, თვალს რომ გავახელ - შორია, ჩემი ოცნების მხარე ხარ, სულ შენთანა ვარ, მგონია.
ერთხელ იქნება, ამოვალ, მეც მეღირსება გიხილო, შენს ველზე ვკრიფო ყვავილი: დეკა, ია და ღიღილო.
არღუნის ნაპირს ჩამოვჯდე, ვისმინო მისი დინება, ვიცი, ახდება ოცნება, თუკი უფალმაც ინება.
მსურს ფეხით შემოვიარო, შატილო, შენი მიწა მე, ჩემი სიტყვები ისმინე, მისი სიმართლე იწამე.
როცა იქნება, ამოვალ, ძალიან მინდა გიხილო, მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი: დეკა, ია და ღიღილო...
ლიკა ოხანაშვილი 22.03.2009
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. გაიხარე!!! 5 გაიხარე!!! 5
18. ძალიან ქართული და კარგია!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ;) ძალიან ქართული და კარგია!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ;)
17. შენ საღოლ:) შენ საღოლ:)
15. მეტი და უკეთ :) მეტი და უკეთ :)
14. ძალიან ლამაზი ლექსია... ხევსურეთში მოგინდება წასვლა! მაგრამ ამ სტრიქონებს
"მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი: ია, ვარდები, ღიღილო..."
მე ასე ჩავწერდი: "მკერდს მივიბნიო ყვავილნი: ია, ვარდები, ღიღილო..."
ბაკურის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია, ლიკა! ამით მხოლოდ დახვეწ შენს ლექსებს! :) ძალიან ლამაზი ლექსია... ხევსურეთში მოგინდება წასვლა! მაგრამ ამ სტრიქონებს
"მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი: ია, ვარდები, ღიღილო..."
მე ასე ჩავწერდი: "მკერდს მივიბნიო ყვავილნი: ია, ვარდები, ღიღილო..."
ბაკურის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია, ლიკა! ამით მხოლოდ დახვეწ შენს ლექსებს! :)
13. მდა, ძალიან კარგია, ბაკურის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია და რა თქმა უნდა გამოსწორებადი, მაინც გაზრდილი ხარ და მიხარია. მდა, ძალიან კარგია, ბაკურის შენიშვნებიც გასათვალისწინებელია და რა თქმა უნდა გამოსწორებადი, მაინც გაზრდილი ხარ და მიხარია.
12. წამიყვანე მეც ;;) ერთად მოვკრიფოთ ღიღილო :-* წამიყვანე მეც ;;) ერთად მოვკრიფოთ ღიღილო :-*
11. როცა იქნება, ამოვალ, ძალიან მინდა გიხილო, მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი: ია, ვარდები, ღიღილო...
ო, რა გელის წინ, როცა ახვალ. ლექსების წერა მერე ნახე. :) როცა იქნება, ამოვალ, ძალიან მინდა გიხილო, მკერდს მოგაწყვიტო ყვავილნი: ია, ვარდები, ღიღილო...
ო, რა გელის წინ, როცა ახვალ. ლექსების წერა მერე ნახე. :)
10. ... უბრალოდ არ შემეძლო აქ არ დამეკომანტარებინა.... ჩემი ხევსურეთი.... თან დღეს ჩამოვედი იქიდან და.....
წარმატებები!
... უბრალოდ არ შემეძლო აქ არ დამეკომანტარებინა.... ჩემი ხევსურეთი.... თან დღეს ჩამოვედი იქიდან და.....
წარმატებები!
9. საოცნებო ხარ ყველაფრით, მინდვრიან-წყარო-ლოდიან...
კარგი ლიკა:-* საოცნებო ხარ ყველაფრით, მინდვრიან-წყარო-ლოდიან...
კარგი ლიკა:-*
8. მაგარია ლიკა, ესე მიაწექი. მაგარი თბილი ლექსია. მაგარია ლიკა, ესე მიაწექი. მაგარი თბილი ლექსია.
7. ბატონო ბაკაკო, რისი თქმა გინდათ ვითომ მაგით? ჯერ ერთი, ღიღილო-გიხილო, არ მეგონა თუ ვინმეს ჰქონდა გამოყენებული, რაც შეეხება მეორეს, შევცვალე რადგან ასე მოგხვდათ გულზე. :) ბატონო ბაკაკო, რისი თქმა გინდათ ვითომ მაგით? ჯერ ერთი, ღიღილო-გიხილო, არ მეგონა თუ ვინმეს ჰქონდა გამოყენებული, რაც შეეხება მეორეს, შევცვალე რადგან ასე მოგხვდათ გულზე. :)
6. საყვარელი თბილი ბავშვი ხარ:-*
ყველა ნაწერში თუ ლექსში ჩანს:) საყვარელი თბილი ბავშვი ხარ:-*
ყველა ნაწერში თუ ლექსში ჩანს:)
5. სხვადასხვა ცნობი-გაცვეთილი რითმების კასკადია:)
შენი ღიმილი ტარარარა თან გამყვა როგორც ლურჯი ღიღილო მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში და აღარ მინდა ქალად გიხილო
თუ კაცად. ცნობილი სიმღერაა
ანუ რითმა
ღიღილო / გიხილო
ცის მახლობლად ფეხქვეს ვიგრძენ მიწა მე ვთქვი: სამშობლოვ, მეც ერთ კაცად მიწამე
ანუ რითმა
მიწა მე / მიწამე
აკაკის საავტორო რითმაა
მე მაპატიეთ. სხვადასხვა ცნობი-გაცვეთილი რითმების კასკადია:)
შენი ღიმილი ტარარარა თან გამყვა როგორც ლურჯი ღიღილო მე მხოლოდ ბავშვი მიყვარდა შენში და აღარ მინდა ქალად გიხილო
თუ კაცად. ცნობილი სიმღერაა
ანუ რითმა
ღიღილო / გიხილო
ცის მახლობლად ფეხქვეს ვიგრძენ მიწა მე ვთქვი: სამშობლოვ, მეც ერთ კაცად მიწამე
ანუ რითმა
მიწა მე / მიწამე
აკაკის საავტორო რითმაა
მე მაპატიეთ.
4. ვახ სააღოლ შენა! ვახ სააღოლ შენა!
3. არღუნის ნაპირს ჩამოვჯდე, ვისმინო მისი დინება, ვიცი, ახდება ოცნება, თუკი უფალმაც ინება
ოოოო, აეს მომეწონა ლიკა და ასე განაგრძე! :-* არღუნის ნაპირს ჩამოვჯდე, ვისმინო მისი დინება, ვიცი, ახდება ოცნება, თუკი უფალმაც ინება
ოოოო, აეს მომეწონა ლიკა და ასე განაგრძე! :-*
2. ძალინ ლამაზია! ძალინ ლამაზია!
1. მიყვარს ეს კუთხე! მიყვარს ეს კუთხე!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|