მარინა ცვეტაევა - უკანასკნელი სიდიადეა...
უკანასკნელი სიდიადეა ჩემი - უტიფარ შიმშილში ნაჭრის და საბოლოო წინდის ჩადება გამხდარ ხელებში მევახშე ვაჭრის.
მემკვიდრეობის ღამეში მხარჯველს ღმერთი მოჰკითხავს სხვაგვარი ნიხრით, ვერ დავამთხვიე, სჭარბობს ჩემს სახსრებს ეს ფუფუნება: ღამე და პირი.
დავემშვიდობოთ უბრალოდ, სწრაფად, ხელებს არ დავრთოთ ქურდობის ნება! შენთან, უაზრო განცხრომის სწრაფვა, განცხრომის უაზრობაა - ვნება!
11 ოქტომბერი, 2025 წ.
ეს ლექსი მარინა ცვეტაევამ მიუძღვნა სოფია პარნოკს (София Парнок) - რუს პოეტესას, რომელთანაც ცვეტაევას ინტენსიური და ტრაგიკული რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა 1914-1916 წლებში.
Марина Цветаева - Мое последнее величье…
Мое последнее величье На дерзком голоде заплат! В сухие руки ростовщичьи Снесен последний мой заклад.
Промотанному — в ночь — наследству У Господа — особый счет. Мой — не сошелся. Не по средствам Мне эта роскошь: ночь и рот.
Простимся ж коротко и просто — Раз руки не умеют красть! — С тобой, нелепейшая роскошь, Роскошная нелепость! — страсть!
1917 г.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|