# ლექსები
ნინო დარბაისელი
შემოდგომური სიტყვანაწყვეტი
გაშიშვლებული დგანან ჭადრები, ხარ მოწყენილი, მოიჩადრები. ყველა ფოთოლი - ხელისგულია, მაგრამ მკითხავი არ ჩანს. წვიმს განუწყვეტლივ, დღეა მეათე, ,,ვხავსდები” - ზეცა დაამუნათე. მზე მოასირმებს დუნე ოქროთი ამ - შემოდგომურ ფარჩას, თუ გამოვიდა. ჯერ კი სადაა? ისევ ცადაა, მაგრამ ღრუბლებში, ტყვიის ღრუბლებში აირია და გამოუღწევად ჩარჩა. მიდიხარ? წასვლა ნებაა შენი. მოვლენ თუ წავლენ მოთამაშენი, სულიერისთვის უკვე ერთია, ამდენჯერ თუ გადარჩა! თვითატანაა არცთუ ადვილი, არ მისაკლისებს არა ადგილი - არცა კეთილი, არცა კარღია, არც ჩაკეტილი, კარჩა…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ჭადრები/ მოიჩადრები - ჩემი ოკაზიონური რითმაა. სიტყვა ,, მოიჩადრება” მე მახსოვდა გალაკტიონის ლექსიდან. ( ,, ასპინძა”) აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ნეოლოგიზმი გამოვიყენე და წარმატებით გავრითმე. თურმე სალექსიკონო სიტყვა ყოფილა. შემთხვევით წავაწყდი. შუქია აფრიდონიძეს - ამ ლექსიკონის შემდგენელს ვიცნობდი. სამწუხაროდ, გარდაცვლილია, თორემ ვკითხავდი, რა კრიტეროუმს დაეყრდნო, რა მაგალითს, გალაკტიონის ზემოხსენებული ლექსის გარდა, ლექსიკონში რომ შეიტანა? (გამოცემის წელი 2005 - ია)
“იჩადრება (მოიჩადრა, მოჩადრულა) intr. verb wears a chador/the veil Source: დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი = A Comprehensive Georgian-English Dictionary : [2 ტომად] / შემდგ.: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე..., დონალდ რეიფილდი (მთ. რედ.) და სხვ.. - ლონდონი : გარნეტი, 2006. - 27 სმ.. - ორივე ტომი ერთად მოთავსებულია კაბრაში. - ISBN 0-9535878-3-5[MFN: 29206] ჭადრები/ მოიჩადრები - ჩემი ოკაზიონური რითმაა. სიტყვა ,, მოიჩადრება” მე მახსოვდა გალაკტიონის ლექსიდან. ( ,, ასპინძა”) აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მისი ნეოლოგიზმი გამოვიყენე და წარმატებით გავრითმე. თურმე სალექსიკონო სიტყვა ყოფილა. შემთხვევით წავაწყდი. შუქია აფრიდონიძეს - ამ ლექსიკონის შემდგენელს ვიცნობდი. სამწუხაროდ, გარდაცვლილია, თორემ ვკითხავდი, რა კრიტეროუმს დაეყრდნო, რა მაგალითს, გალაკტიონის ზემოხსენებული ლექსის გარდა, ლექსიკონში რომ შეიტანა? (გამოცემის წელი 2005 - ია)
“იჩადრება (მოიჩადრა, მოჩადრულა) intr. verb wears a chador/the veil Source: დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი = A Comprehensive Georgian-English Dictionary : [2 ტომად] / შემდგ.: რუსუდან ამირეჯიბი, შუქია აფრიდონიძე..., დონალდ რეიფილდი (მთ. რედ.) და სხვ.. - ლონდონი : გარნეტი, 2006. - 27 სმ.. - ორივე ტომი ერთად მოთავსებულია კაბრაში. - ISBN 0-9535878-3-5[MFN: 29206]
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|