შემოგიხურავს ლურჯი ქლამინდი მზისა და მთვარის შესაკრავებით. ცაო, შენია ყველა ამინდი, ეს ღრუბლები და ეს ვარსკვლავები.
მე კი მიწის ვარ, ჩემი გონება სხეულის კლანჭებს წარუტაცია. ჩაუკლავს სულის ჰაეროვნება დილეგად ქცეულ გრავიტაციას.
არადა, მახსოვს შორ ბავშვობაში მზე, ჩემთან, თვითონ ჩამოდიოდა და გართულს მასთან თამაშობაში ზოგჯერ აფრენაც გამომდიოდა.
შენ ხომ არ იცი, რარიგ მაწუხებს ფიქრი: კვლავ როგორ დავპატარავდე?! როგორ გავექცე მიწის მარწუხებს?! ეჰ..., ცაო, ნეტავ მომიპარავდე...
მაგრამ თუ ჩემი სულის ადგილი არის დილეგი, ო..., ღმერთო..., მაშინ, გთხოვ ყოფა ოდნავ გამიადვილე და ის დილეგი დე იყოს ცაში...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გმადლობთ! ❤ გმადლობთ! ❤
2. მომწონს ასეთი ლექსები. მომწონს ასეთი ლექსები.
1. მეტი პოზიტივი მეტი. მეტი პოზიტივი მეტი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|