ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2025


როგორ დავაჩვიოთ ბავშვი წიგნის კითხვას

#დილაუზმოს_ფიქრებიდან
#კალეიოდოსკოპი

ნინო დარბაისელი


როგორ დავაჩვიოთ ბავშვი წიგნის კითხვას

რასაც ახლა გაგაცნობთ, კომენტარად დავუწერე რვა წლის ბავშვის მშობელს, რომელსაც უნდოდა გაეგო, ბავშვი წიგნის კითხვას როგორ დააჩვიოს.
    არაა ეს პირველი შემთხვევა ჩემი მხრით ამ საკითხზე საუბრისა. ბევრჯერ უკითხავთ
    პრობლემა ნამდვილად არსებობს. რაკი ახლა კონკრეტულ ასაკს, 8 წელს ვეხებოდით - პასუხიც შესაბამისია. აქ პატარა შესავალს დავამატებდი:

    სამშობიაროდან გამოყვანისთანავე სახლის ყველაზე კომფორტულ კუთხეში მოთავსდით ბავშვთან ერთად და მართკუთხა ან კვადრატული საგანი -  მისი წიგნი რომ ჰქვია, იქვე გქონდეთ ან  თუ საშუალებაა, ხელში გეჭიროთ. 
    ეს უფრო არაძირითად აღმზრდელებს -მამას, ბებიას, სტუმარ ახლო  ნათესავს  და აშ.  მოუხერხდებათ - იმათ, ვისაც ცოტა აქვს ბავშვისთვის, მაგრამ უნდა ახალშობილთან მისი ურთიერთობის ეს დრო ნაყოფიერი იყოს.
    დაჯდომას როცა შეძლებს, კალთაში ჩასმა უკვე შეიძლება, ათვალიერეთ რაიმე საბავშვო, ფერიან-ცხოველებიან-ყვავილებიანი და მისთ - ნახატიანი წიგნები.  სასურველია, მაგრამ სულ არაა საჭირო და აუცილებელი  საბავშვო წიგნი ბევრი  გქონდეთ, ერთიც საკმარისია.
მთავარია, თქვენს გარემოში ბავშვმა მშვიდად, დაცულად და სასიამოვნოდ იგრძნოს თავი.
  თანდათან შეგიძლიათ, ვითომ წიგნში კითხულობთ, ნახატის მიხედვით პატარ-პატარა  მარტივი ამბები შეთხზათ, შიგ პერსონაჟად თქვენი პატარაც ჩართოთ, მაგალითად, ასე-
უყურებთ ნახატ  დათვს და ყვებით:
    ეს დათუნია ერთ ტყეში ცხოვრობდა და იყო ძალიან კეთილი, უყვარდა ფაფა, მაგრამ არ ჰქონდა. თეოსაც ძალიან უყვარდა ფაფა, როცა დიდი  გაიზარდა, თავისი წილის ნახევარი ფაფა  ჯამში ჩაუდო დედიკომ  და  თეომ ტყეში დათვს მიუტანა. დათვს გაუხარდა. შეჭამა და მადლობა გადაუხადა. თეო შინ დაბრუნდა და მადლობა უთხრა დედას.
    უკვე ცხადია, რომ  მარტივ ლექსიკას ვარჩევთ. დადებითად  განწყობას ვუქმნით,
ბავშვს და თან ქცევის ეთიკის ელემენტებსაც ,,ვაპარებთ”.
  ასეთ რაღაცას როცა ვწერ, უკვე მესმის “ძაანმონდომებული რეალისტი” მშობლების ხმა: როგორ! ბავშვმა არ უნდა იცოდეს დათვი რომ მტაცებელია?
ნუ გეშინიათ, ძვირფასებო!
გაიზრდება და გაარკვევს.
    ეს უნდა ხდებოდეს არა ერთხელ, ან დროდადრო, არამედ მუდმივად.
    გამოყავით წიგნის დრო და ადგილი!
    მერე თანდათან გაზრდით წიგნთან ურთიერთობის დროს და ასათვისებელ მასალასაც გაამრავალფეროვნებთ, ვიდრე ბავშვი მოიზრდება და  თვითონ  მოუნდება კითხვა.

ეს კი  იმ კონკრეტული ბავშვის, დაგვიანებულისთვის, რვაწლიანისთვისაა:

“დაგვიანებული კია, მაგრამ მაინც რაღაც გამოვა.
რაკი ასე გდომებიათ. დისლექსია გამორიცხეთ. ექიმთან მიუყვანლადაც არსებობს რაღაც ტესტები, თუ ამისი საშუალება არა გაქვთ.
თუ დისლექსია აქვს, მოგიწევთ, კომფორტულად მოუწყოთ გარემო და თქვენ თვითონ სულ უკითხოთ. ასეთი ბავშვები სხვამხრივ ნიჭიერები არიან ჩვეულებრივ.
  თუ დისლექსია გამოირიცხა,
ოჯახში პატივსაცემ ადგილზე იყოს წიგნები, ოჯახის წევრები უნდა კითხულობდნენ და ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ წაკითხულის შესახებ, აზრს გამოთქვამდნენ. ატარეთ წიგნების მაღაზიებში, ეძებეთ რაიმე წიგნი მასთან ერთად, დაიხმარეთ პოვნაში, მიეცით საშუალება, თვითონაც რამე იყიდოს წიგნის მაღაზიაში, თავიდან თუნდაც წიგნი არ იყოს, სათამაშოც კარგია, შემდეგ წაყვანაზე ეტყვით, რომ პატარა ხომ აღარაა, ისევ სათამაშო იყიდოს წიგნების მაღაზიაში, წიგნს რომ აირჩევს, თუნდაც ნახატებიანს, არც ესაა ცუდი, შეუქეთ. კომფორტულ გარემოში ,, შეიტყუეთ” და სთხოვეთ, დაგათვალიერებინოთ. უკვე მიხვდით, რომ ისევ მაღაზია, ამჯერად დიდნაბეჭდებიან რამეს აირჩევს. მოკლე ტექსტიან ლამაზ წიგნს.
სულ ქება და ქება!
შეეკითხეთ, მოაყოლეთ….  თანდათან გაართულეთ და ასე.
მოკლედ,  მთლიანად თქვენს მონდომებაზე, მოთმინებასა და ბავშვისადმი გამოვლენილ დადებით ემოციებზეა დამოკიდებული.

თუ წიგნების ყიდვის საშუალება არა გაქვთ, არაა დასაწყისისთვის დიდი ხარჯი საჭირო. ბავშვებს უყვართ ერთისა და იმავე წიგნის კითხვა, ერთი და იმავე ამბის მოსმენა. ეს სიმშვიდეს და ერთხელ განცდილ კარგ  გრძნობას უბრუნებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები