„აირევი, ივერია“ (გალაკტიონი)
„წუთისოფელი ასეა: ღამე დღეს უთენებია, რაც მტრობას დაუნგრევია - სიყვარულს უშენებია.“ - ილია ჭავჭავაძე
„აირევი, ივერია“, საქართველო დაინგრევი, ბევრი ღვარძლი გირევია, შადიმანის ნაირები.
მტრობა ანგრევს, თუკი იშვა, არ დაინდობს ვაჟებს, ძღაბებს, რადგან სიძულვილი თიშავს, სიყვარული - ადუღაბებს.
გაგიხდება ხაფანგებად, ყველას კარი თუ გაუღე, კვლავ დაგადგამს ღვთის განგება დამონების მძიმე უღელს.
თუ გსურს შენთან ვერას გახდნენ გამთიშველი მაქციები, მაშ, უგანე მტრობას წამხდენს სიყვარულის საქციელით.
26 ოქტომბერი, 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მეტი პოზიტივი. მეტი პოზიტივი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|