ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2025


????????

ნუ შემიცივდება ფიქრებს გევედრები
ღმერთო, წრფელ ოცნებებს ნუ შემიცივდება,
მუხლზე დაჩოქილი ლოცვით დავბერდები,
ოღონდ გულში სითბო ნუღარ გაფითრდება,
ნუღარ შეათრთოლებს ამ მხრებს მოლოდინი,
ჩვილი მონატრება ნუ დამისველდება,
დღეს რომ ძლიერი ვარ, დღეს რომ აღარ ვტირი
ღმერთო, დამპირდი, რომ ასე გაგრძელდება.
ღმერთო, ჩემს ნაბიჯებს გზები გაუკვალე,
ნუ დამიცურდება ფეხი ბილიკზე მდგარს?
ჩემი მიზნები თუნდ ცოდვად მიითვალე,
ოღონდ შემინდე და ოღონდ მიწამე კვლავ.
ნუ შემეშინდება, ნუ შემიშინდება
გულში გავლებული ნაჩქარევ სურვილის,
ღმერთო, მაპატიე, ნუ მომეკითხება
მე ხომ მთვრალი ვარ და რა ვქნა?-მკლავს წყურვილი.
ღმერთო, სიყვარული ნუ ამიტირდება,
ღმერთო, ჩემს სიყვარულს არ მოჰყვეს წვიმები,
ღმერთო, დამიფარე, ნუ გამიჭირდება,
ნუღარ დამადნება უფალო ყინვები.
...
ნუ შემიცივდება ფიქრებს გევედრები,
ფერად, წრფელ ოცნებებს ნუ შემიცივდება,
მუხლზე დაჩოქილი ლოცვით დავბერდები,
ოღონდ, ღმერთო, სითბო ნუღარ გაფითრდება!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  orange ვულოცავთ დაბადების დღეს