ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2025


ფარდის იქით

ფარდის იქით,შენს სილუეტს თითქოს ვლანდავ
და ვიღაცა ექოსავით იმეორებს,
რომ სურვილი,ერთი-ასად გაიზარდა,
შენს გარშემო აგებული ციხე მქონდეს.

გამთბობია თითები,რომ მქონდა ცივი,
როგორც წყალი,მზე ხელებზე დამეწვეთა,
ახლა გულსაც ფანარივით მოგაწვდიდი,
გაგინათოს, მაშინ,როცა ღამე წვება-

ფარდის იქით...

2015

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები