ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2025


ჩემი საქართველოა ტკივილებით მოცული

წიწამური, ბორითი, ხიბულა და სოხუმი,
ჩემი საქართველოა ტკივილებით მოცული.

მწამს: ილია, მერაბი, ზვიადი და ჟიული,
ნათელშია ოთხივე - ზვარაკად შეწირული.

მინდა მეც მოვიხადო ვალი მამულიშვილის,
კვლავ განვიცდი სატკივარს დავით გურამიშვილის.

ვანუგეშებ ობოლ ბავშვს, როგორც დედას შაოსანს,
მიჯნურებს კი ვუკითხავ შოთას ,,ვეფხისტყაოსანს“.

მე ამ ქვეყნის წარსული თან მტკივა და თან მიყვარს,
მინდა ერს ვემსახურო, სანამ ღმერთი წამიყვანს.

წიწამური, ბორითი, ხიბულა და სოხუმი,
ჩემი საქართველოა ტკივილებით მოცული.

მწამს: ილია, მერაბი, ზვიადი და ჟიული,
ნათელშია ოთხივე - ზვარაკად შეწირული.

ვწერ და ცოცხლობს ამ გულში მათი სული ქართული,
ვარ ამაყად ორივე ფეხზე წამომართული!

2025

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები