ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2025


სევდიან ნოემბერს

სევდიან ნოემბერს რამდენჯერ, რამდენჯერ...
ნუ მომთხოვ ღიღილოს იისფერ სურნელით,
სადგურებს ხელს ვუქნევ , გაფრენილს ფერებად
და დარდებს მოვწურავ ქარვისფერ მტევნებით.

არ ვიცი რად მხიბლავს ამგვარი დაისი
სიცოცხლე ფერებად, აქ ჭკნება  და კვდება.
ციდან კი მიწაზე ობობას ქსელივით
გააბეს  ჩემივე ტანჯვა და ვედრება .

და მსხვრევა იმდენად არ ესმით  გლახაკთა
ტრიუმფი მსხვრევამდე შეიგრძნო ოსტატმა
კვარცხლბეკზე დაკლული ავგუსტუს, კლავდიუს
სისხლის ღვრით ამრცხებს, სიცოცხლეს მონათა.

ნოემბრის ხეების სიშიშვლე არ გეყო,
მოდიან ქარები, ჯარები- კართაგენს
და სულში გრძნობების ერთიან სამეფოს,
ფოთოლთა შრიალით  შენიდან აღგავენ.

დატოვებს შენიდან შენამდე მანძილებს,
და პირველ თოვლამდე შობს ტკივილს რითმებად,
ხმა ის რაც არასდროს გიშვებს და გაძინებს,
წყევლაა,  რომელსაც თვით ღმერთიც ითმენდა.

რითმები დაგრჩება დღეების სამოსად,
რომელიც მუზების ღალატად მიგეზღო,
პოეტი, ნოემბრის თვესავით სალოსი,
საკუთარ ლექსებში იპოვის იესოს.

და ამგვარ  ნოემბერს,  კალენდრის ფურცლები
წყლულივით სულს სძვრება, ამღვრეულ ზვირთებად
დავუცდი გაზაფხულს მტანჯველი სიმშვიდით
და მაშინ ყვავილთა სეზონიც იქნება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები