მიხეილ ლერმონტოვი - მორჩა! ლოდინი კმარა საავდრო...
მორჩა! ლოდინი კმარა საავდრო ბოლო შეხვედრის, გამოსალმების, განშორების და ტანჯვის წამები დგება და რაღად გადავავადოთ?!
ნეტავ მცოდნოდა მიმნდობს, უმეცარს, როცა მხიბლავდა სახე მწყაზარი, ურთიერთგაყრის ჟამი საზარი მოფრინდებოდა ასე უეცრად.
მორჩა! დღეიდან ფასდაუდები ხმა არ მესმება გულის სათნევი, მივარდნილ ალაგს დავეყუდები და გაგიხსენებ ცრემლის დათხევით.
4 ნოემბერი, 2025 წ.
Михаил Лермонтов - Свершилось! полно ожидать
Свершилось! полно ожидать Последней встречи и прощанья! Разлуки час и час страданья Придут — зачем их отклонять!
Ах, я не знал, когда глядел На чудные глаза прекрасной, Что час прощанья, час ужасный, Ко мне внезапно подлетел.
Свершилось! голосом бесценным Мне больше сердца не питать, Запрусь в углу уединенном И буду плакать… вспоминать!
1830
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ! დიდი მადლობა, მუხა, იხარეთ!
1. სევდიანი ლექსი კარგი თარგმანით სევდიანი ლექსი კარგი თარგმანით
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|