ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
5 ნოემბერი, 2025


Henry Wadsworth Longfellow - The Arrow and the Song

ჰენრი უოდსუორთ ლონგფელო - ისარი და სიმღერა

ერთხელ ისარი ვისროლე მაღლა,
ვერ მივაგენი დაცემის ალაგს;
ისე მიქროდა  ჰაერში  მალი,
ვერ აედევნა შემზერა თვალის.

სიმღერა დასცდა ერთხელ ჩემს ბაგეს,
თუ სად დაეცა, ვეღარ მივაგნე;
ვის ჰქონდა მსგავსი მახვილი მზერა,
წამოსწეოდა გაფრენილ მღერას?

მრავალ წლის შემდეგ ხსენებულ ამბის,
ისარი ვნახე ბერმუხის შტამბში;
ხოლო სიმღერა  ურყვნელი, სრული,
ხელახლა ვპოვე მეგობრის გულში.

5 ნოემბერი, 2025 წ.


Henry Wadsworth Longfellow - The Arrow and the Song

I shot an arrow into the air,
It fell to earth, I knew not where;
For, so swiftly it flew, the sight
Could not follow it in its flight.

I breathed a song into the air,
It fell to earth, I knew not where;
For who has sight so keen and strong,
That it can follow the flight of song?

Long, long afterward, in an oak
I found the arrow, still unbroke;
And the song, from beginning to end,
I found again in the heart of a friend.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები