ჩემს სახლთან ხშირად ერთი კატა იჯდა, პატარა კნუტი, და ამ უსაყვარლეს სახეს ნელ-ნელა ინფექცია უჭამდა. ბოლოს ნახევარი სახე შეჭმული ქონდა და ზოგჯერ მისი დამპალი ხორცის სუნი სახლშიც კი შემომდიოდა. და ამ სუნზე, ან კიდევ მის გამომეტყველებაზე ყოველთვის სამყარო მახსენდებოდა. ეს სუნი დაუვიწყარია და დაუვიწყარია მისი შეჭმული სახეც, სახე სამყაროსი - ერთ მომენტში შეიძლება ძალიანაც გესაყვარლოს, მთელი ეს მისი ესთეტიკა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, გამოდარება საუკეთესო მომენტებში, ან პირიქით, გაავდრება, სადმე, ალასკაზე, თუნდაც, დაფერფლილი მზის ჩასვლა მესოპოტამიაში, თუმცა, სახის მეორე მხარეს ინფექცია აქვს და ლპება. შენც ლპები. ჯერ კიდევ ყველანი ძალიან საყვარლები ვართ, არა?! მე ამ კატას vivere დავარქვი. memento vivere!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. გვახსოვს სიცოცხლე და ვმოძრაობთ, რათა არ დავლპეთ. გვახსოვს სიცოცხლე და ვმოძრაობთ, რათა არ დავლპეთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|