ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: თარგმანი
15 ნოემბერი, 2025


დეკემბერი და იანვარი - მარინა ცვეტაევა

#თარგმანები

მთარგმნელისაგან -

ამ მცირე,  უთარიღო  ლექსში  (სავარაუდოდ - 1906- 1920) კარგადაა გამოვლენილი მარინა ცვეტაევას პოეტური  ენის ძირითადი ნიშნები -  უაღრესად სადა, არაორნამენტული  ლექსიკა,  გრაფიკულად,  შტრიხით,  მაქსიმალურად კომპაქტური ფორმით გადმოცემული  დიდი განცდა;  ლექსიკური გამეორება,  მაგრამ  ამით  ანტითეზისის შექმნა,  - როგორც პოეტური ტროპის სახეობა,    სათქმელის  პოეტური ვერბალიზაციისგან თავის შეკავება - ბოლომდე ართქმა/არგამოთქმა და ამით მკითხველისთვის როგორც თანა - შემოქმედისთვის, მაქსიმალური სივრცის დატოვება…
  ძალზე  მარტივია ამ ლექსის თარგმნა  ქართული ენისთვის, მეტადრე პოეტურისთვის  ნიშნეული მოქნილობით, მაგრამ ეს ცვეტაევა - აღარ, დარბაისელი იქნებოდა.


მარინა ცვეტაევა

დეკემბერი და იანვარი

დეკემბერში  რიჟრაჟისას  იყო ლხენა,
ერთი წამით - დამიარა.
ის ნამდვილი,  სულ პირველი იყო ლხენა,
წიგნებიდან  იყო  - არა!

იანვარში რიჟრაჟისას  იყო ჭირი,
მთლად საათი - გაუსვლელი.
ის ნამდვილი,  მწარე ჭირი,
სულ პირველი!

(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

Марина Цветаева

Декабрь и январь

В декабре на заре было счастье,
Длилось — миг.
Настоящее, первое счастье
Не из книг!

В январе на заре было горе,
Длилось — час.
Настоящее, горькое горе
В первый раз!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები