ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზე ჰალე
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2025


ვიდრე გარეთ ქარია

ვიდრე გარეთ ქარია
და ქუჩაში წვიმს,
უნდა ვპოვოთ მიზანი
საუკუნო სვლის!

ქარი თითქმის აღარ ქრის,
წვიმაც ოდნავ ცრის,
უნდა ვპოვოთ გეზი
სამომავლო სვლის!

წვიმამ უკვე გადაიღო,
ქარიც ჩადგა ძლივს,
უსათუოდ უნდა ვპოვოთ
გზა ახალი სვლის!

ვიდრე გარეთ ქარი არ ქრის
და არც წვიმა ცრის,
უნდა ვპოვოთ ნდობა
მომავალი დღის!


06.05.2008

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები