ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
19 ნოემბერი, 2025


მთვალი სიჩუმე

ჩუმად დაღამდა — მოიპარა ბნელმა სინათლე.
ცაზე გაკრული ყველა აბრა უჩინო გახდა.
მე ვდგავარ ჩემ წინ, თავდახრილი და თავს ვიმართლებ,
რომ ვერ ვიყავი უკეთესი და ვერ ვარ ახლაც.

ცარიელ დღეებს ერთი თასით ისე შევსვამ, ვით
ღვინოს მწყურვალი და ავივსებ ხელებს ჩრდილებით.
ღვინო კი არა, ვერაფერი მათრობს შენსავით
და როგორც მთვრალი, უყოყმანოდ გემორჩილები.

ხმა ნაბიჯების ზოგჯერ თითქოს სუნთქვას მიჩერებს,
ზოგჯერ სამყაროს ნახევარზე უფრო მეტი ხარ.
რაც მითხარი და ჯერ არც გითქვამს — ხომ დავიჯერე?!
შენ კი ვინ იცის, რამდენი რამ გსურდა გეკითხა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები