|
|
|
| ავტორი: კ_ ჟანრი: პოეზია 19 ნოემბერი, 2025 |
ყბებმა ყბებს უთხრეს გადავღეჭოთ ღამის უღრანი შევჭამოთ ჩვენი შვილები
ერთმანეთს ურყევ სინანულის ვუქმნათ მდუმარი შესანდობართან სამდურავის კვამლი ავაგოთ
გამორიყულმა წყლებისაგან გითხრას ულაყო ყვავებისაგან დაკორტნილი გიჩანს უნაგირს დაგაფარებენ გაგხედნიან სჯობს იულაყო სჯობს უარიყოს შენი სახელი ვიდრე გაგხედნონ
ყბებმა ყბებს უთხრეს გადავღეჭოთ ღამის უღრანი შემოსაღრღნელ ხორცს შესაჭამი ძვალი გავაძროთ
სანახავია მუხანათი ყირა-ყირალი საგვირგვინოა თუ საკელაპტრო
ყბებმა ყბებს უთხრეს გადავღეჭოთ ღამის უღრანი და ყოველ სიტყვას შინაარსი ამოვაჯიჯგნოთ
ტყვიებისაგან საგანთა და მოსაგანებო საგინებელი საქმეები ვყოთ და ვამყოფოთ
შევკრათ არ შევკრათ ვთქვათ და გადავთქვათ შევიბილწოთ და შევიწმინდანოთ
ქარივით ვიყოთ ან ტალახივით თოვლთა ჭყაპაში ვიჭყუმპალაოთ
ყბებმა ყბებს უთხრეს შვილებს რომ შევჭამთ მათით სისხლიან ღამეს ვუკბიჩოთ
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|
|
|
|

27.06.2026 09:42:26
საიტის წევრს ნიკით: orange ვულოცავთ დაბადების დღეს
|