ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ღამეთა მთეველი
ჟანრი: პოეზია
21 ნოემბერი, 2025


ორფეოსი მიწისქვეშეთში

ჩემი საკრავის სიმიდან -
გაისმის ის, რაც ფასობს.
არ ვიცი რა მომივიდა,
უკან მოხედვა - მახსოვს.

ჰადესის ავი ღიმილი -
არც ვიცი რით ვებრძოლო
არფა, ქალი და ტკივილი -
ბოლო შემომრჩა მხოლოდ

გადიან წლები მირიად,
და მაინც ვერ მომდრიკეს
ვიცი ჩემ გამო წყვდიად
ჩამოვა ევრიდიკე

ვიცი, ჩამოვა, წამიყვანს,
გული ოცნებას ბედავს
და ვიდრე მიწას ამიყვანს -
უკანაც მოიხედავს

მჯერა, რომ გრძნობის დასტურად
ერთი მოხედვაც კმარა,
წყვდიადში ყველა მესტუმრა,
თუმც ევრიდიკე - არა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები