ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
22 ნოემბერი, 2025


()

ჩემი ხელიაო, წერდი ფურცელზე და
თანაც ავტოგრაფსაც აყოლებდი,
ცოტა ვრცელიაო იქვე ურთებდი და
სიტყვებს უნებურად ათრთოლებდი.
თითქმის ყველა ასო იწვოდა სირცხვილით,
სასვენი ნიშნებიც თავს მორცხვად მიხრიდნენ,
აბზაცებს კი აჩნდათ მამაცი სიცილი
და ვნებაც, იმედის წუთებს რომ ითვლიდნენ.
მწერდი შავით თეთრზე- ამ საუკუნეში,
მაშინ, როცა ირგვლივ მესიჯებს გზავნიდნენ
შენ სხვა გზას მიმართე, თითქოს უბრუნებდი
კალამს კვლავ სიცოცხლეს და ასე დაიწყე:
ჩემი ხელიაო... (სულაც რომ არ გეთქვა,
მაინც გიცნობდი და მაინც ამოგხსნიდი),
აქ რაც წერიაო სიყვარული ერქვას...
ჩემდა უნებურად, ცოტა წამოვწითლდი!..
მწერდი, ეს წერილი არ გაიმეტოო,
მწერდი, მოთმინებამ არ გიღალატოსო,
როგორც მარტოხელას ნეტავ შეხედოო,
ნეტავ შეძლო, ნეტავ შენც უთანაგრძნოო...
სიტყვამ სეტყვასავით უცებ, უცაბედად
სულში გაიარა, სული დამიდაღა,
მერე, მერე შენდა, ანდაც ჩემდა ბედად
რაღაც უცნაურად, ღელვა ამიჩქარდა...
....
ჩემი ხელიაო, წერდი ფურცელზე და გრძნობებს შესაშურად ათრთოლებდი,
ცოტა ვრცელიაო, იქვე ურთებდი და
სიყვარულს სამყაროს ატოლებდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები