ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
23 ნოემბერი, 2025


რეტრო

#ლექსები

ეს კიდევ ცალკე სიამოვნებაა -აი,  ასეთი  პრიმიტიული ლექსების წერა,  გარე ფორმა რომ ტექნიკურად  უნაკლოა და  შიდა ფორმა  სულ კლიშეებითაა კონსტრუირებული.
გარითმვის სქემაა  - დაცემა და ვეღარ წამოდგომა, ნახეთ!
(ABAB  CBCB  DBDB  EBEB), ანუ რვა სარითმო ერთეული “მონოა”, ერთგვაროვანი

ნდს

რეტრო

მე მეცვა  -  ქვედა - წვრილი ველვეტი, 
დეკოლტეც -  ბაცი, უსახელო და
შენ - მაისურზე  თეთრი ჟილეტი,
იარებოდი უსაყელოდა.

იმ ზაფხულს სიცხე თავს იმხეცებდა,
იმ ზაფხულს მართლა ისე ცხელოდა,
სულერთი გახდა,  ვინ - ვის ეძებდა,
ვინ - ვის ელოდა, თუკი ელოდა.

მე შენზე მითხრეს  ავი ამბავი,
მაფიცეს, ნუკი გაამხელო და
ერთი, უბრალო კენჭი ვიყავი,
როგორ მეკლდევა ანდა მელოდა!

ნეტა მეღვარა ცრემლი ღვარული,
ნეტა თვალები არ ამხელოდა!
ზაფხულს თან გაჰყვა ის სიყვარული    - უმოსაყოლოდ,  უსახელოდა…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები