ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
24 ნოემბერი, 2025


Михаил Лермонтов - Как небеса, твой взор блистает

მიხეილ ლერმონტოვი - დღის ცასავით გაბრწყინდება

დღის ცასავით გაბრწყინდება
თვალთა მინანქარი ლურჯი,
კოცნასავით ჟღერს და დნება
ნარნარი ხმა ყმაწვილური.

შენი ერთი სიტყვის ხათრით,
მომნუსხავი მზერის გამო,
მზად ვარ ეს ქართული აფთი,
ბრძოლის სილაზათე - დავთმო.

ის ხანდახან ელავს ამოდ,
ჟღარუნის ხმა ტკბილად ისმის,
სული თრთის და ბრძოლას ლამობს,
მიდუღდება გულში სისხლი.

აღარ არის თუმც სანუკვი
ბრძოლის ჟინი მას მერე, რაც
გამაგონე ხმა სალუქი
და მომაპყრე სათნო მზერა.

24 ნოემბერი, 2025 წ.


Михаил Лермонтов -  Как небеса, твой взор блистает

Как небеса, твой взор блистает
      Эмалью голубой,
Как поцелуй, звучит и тает
      Твой голос молодой.

За звук один волшебной речи,
      За твой единый взгляд
Я рад отдать красавца сечи,
      Грузинский мой булат;

И он порою сладко блещет
      И сладостней звучит,
При звуке том душа трепещет
      И в сердце кровь кипит.

Но жизнью бранной и мятежной
      Не тешусь я с тех пор,
Как услыхал твой голос нежный
      И встретил милый взор.

1838

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები