ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
29 ნოემბერი, 2025


ყელში გაჩხერილი სუნთქვა


ჰაერს დავჯერდები მუქთას.
ადრე მაღელვებდა მეტი.
ყელში გაჩხერილი სუნთქვა...
თავზე დახვეული რეტი...
ხეზე ჩიტუნები სხედან...
წარსულს გაუტოლდა აწმყო.
ჩემთვის ჩვეულებრივ სევდას,
ახლა „ფაზლისავით“ ვაწყობ.
სადღაც წაუღია ამ ქარს.
ჩემი საამური ჰანგი.
როგორ შევეგებო ზამთარს,
სულ მთლად ცარიელი ჩანთით?!
თითქოს შევიცვალე, მეტიც…
გავხდი სხვანაირი, სულ მთლად.
თავზე დახვეული რეტი...
ყელში გაჩხერილი სუნთქვა...
                       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები