ყველაფრის მცოდნე ხარ, მაგ თვალთა სიდიადეს, გაურბის მოკვდავთა თვალები გამომცდელი, შენს დუმილს კვლავ ოქროს რჩეული ზოდი ადევს.
თუკი შენს მწვერვალებს ვერასდროს ამოვწვდები, მწევრად ხომ ვიქცევი, რომ ვდიო ნაფეხურებს უკან თუ მომხედავ, ტყუილად არ მოვცდები.
თვალებს რომ ყოველთვის სივრცისკენ აფახურებ, მეც მომხვდეს ერთხელაც ტოპაზის ნამსხვრევები, თუ გინდა გინებით სულ თავზე დამახურე
კეთილიც, კარგიც და ყველასგან განსხვავებით, ვიხარებ შვილო, თუ რაიმეს შემომკადრებ, თუ მეტყვი დღისითაც რომ ჩანან ვარსკვლავები
რომ “წვიმის კაცი” ხარ, ფიფქების შემოყრამდე, რომ უფრო კოხტაა ოთახი არეული, მიამბე და იქნებ შენსავით შემიყვარდეს.
თუ წახვალ, უჩუმრად, ან როგორც მთვარეული, წამოვალ, რაც უნდა შორ გზებზე მიდიოდე, გპირდები, ვერასდროს მიგვასწრებს ბარეორი.
ყველაფრის მცოდნე ხარ, მაგ თვალთა სიდიადეს, გაურბის მოკვდავთა თვალები გამომცდელი, შენს დუმილს კვლავ ოქროს რჩეული ზოდი ადევს.
ამ საზღვარს ერთხელაც გავარღვევ, გამოვცდები…
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დაწერილ ქულებს არ თვლით? ქულას მოვნიშნავ აუცილებლად!! :((((( დაწერილ ქულებს არ თვლით? ქულას მოვნიშნავ აუცილებლად!! :(((((
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|