 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 8 დეკემბერი, 2025 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
ავრორა ბორიალის ანუ პარეიდოლია (ნ. რატიანს)
შემოდგომით ნისლი მიწოლას რომ ბედავს, არ ჰგავს სახლის საქმით ქანცგაწყვეტილ დედას?
თელა მობარბაცე, თავს რომ ვეღარ მალავს, არ ჰგავს გვიან მოსულ, ნაქეიფარ მამას? რომ უბერავს სუსხი, ლამის სახლიც დაძრას, არ ჰგავს თავაწყვეტით მოთამაშე და-ძმას?
“გეყო სისულელე, ნუღარ აჭარბებო”, არ გგავს ღამის ჩრდილთა ბუბუნები, ბებო?
მამიდ, მთვარე არ ჩანს, ჰქონდა სახე შენი. ჩემთვის შენახული რაღაც მუდამ ჰქონდა. მომელოდა კოშკი, ზეცას შენაშენი. ავიხედე - დაბლა მიწა მომაგონდა… მე - ვარ შუქი უცხო, მქვია, ,,ბორიალის”- ავრორასი. ვაფრქვევ ფერებს, როცა მინდა. მიყვარს მარტოდმარტოს ცაზე ბორიალი. გამოვჩნდი და ჩავქრი. ზეცაც დაიბინდა.
რა კოსმოსი, მაკრავს ირგვლივ ანარქია. ჯოჯოხეთი მექცა ლამის სამოთხედა. შენ - ვინა ხარ, სად ხარ, რა სახელი გქვია? ვიცი, დამდევ ყველგან, ისმი და ვერ გხედავ!
გბაძავს ყველაფერი და თავის თავს არ ჰგავს. წარბად მელანდება შავი მე თოლია, ვეღარ ვარჩევ უკვე საპოვნ-დასაკარგავს. დიაგნოზი?! - გჭირსო პარეიდოლია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. პარეიდოლია კი იცი, რაც არის. შენთვის არა, სხვებისთვის ვწერ უმარტივესად : ჯანმრთელ ადამიანებსაც აქვთ ეს უნარი და ზოგი ფსიქიკური დარღვევის სინდრომიაო, ამბობს. აი, სხვადასხვა საგანს რომ უყურებ ან რაღაც გარე საგანთა ხმებს უსმენ და ადამიანთა სახეებად ხედავ. ან ადამიანთა ლაპარაკს ამსგავსებ. ღამით მომავალ მანქანას ამსგავსებ ორთვალდაჭყეტილ, კბილებგადმოყრილ კაცს და ასე შემდეგ. მულტიპლიკაციებში თუ ანიმაციებში აქტიურად იყენებენ, მხატვრულ ხერხად, მაგ სერიაში ,” ქარზ” (მანქანები) ლექსი აგებულია პარეიდოლიას,როგორც მხატვრული ხერხის გამოყენებით. “აურორა ბორიალის” /,, ავრორა ბორიალის” - რუსულად ,,სევერნოე სიანიეა”, (ჩრდილოეთის ნათება? ციალი?) ულამაზესი ფერები ჩნდება ცაზე და ქრება ცოტა ხანში. ფეისის კედელზე მიდევს ფოტო.
ბაძვის თეორია კი იცი. ანტიკიდან მოყოლებული. და ასე შემდეგ. ვისაც ეს ლექსი ეძღვნება, ნესტან რატიანს ეს და ლექსის სხვა ამბები - კარგად იცის. პარეიდოლია კი იცი, რაც არის. შენთვის არა, სხვებისთვის ვწერ უმარტივესად : ჯანმრთელ ადამიანებსაც აქვთ ეს უნარი და ზოგი ფსიქიკური დარღვევის სინდრომიაო, ამბობს. აი, სხვადასხვა საგანს რომ უყურებ ან რაღაც გარე საგანთა ხმებს უსმენ და ადამიანთა სახეებად ხედავ. ან ადამიანთა ლაპარაკს ამსგავსებ. ღამით მომავალ მანქანას ამსგავსებ ორთვალდაჭყეტილ, კბილებგადმოყრილ კაცს და ასე შემდეგ. მულტიპლიკაციებში თუ ანიმაციებში აქტიურად იყენებენ, მხატვრულ ხერხად, მაგ სერიაში ,” ქარზ” (მანქანები) ლექსი აგებულია პარეიდოლიას,როგორც მხატვრული ხერხის გამოყენებით. “აურორა ბორიალის” /,, ავრორა ბორიალის” - რუსულად ,,სევერნოე სიანიეა”, (ჩრდილოეთის ნათება? ციალი?) ულამაზესი ფერები ჩნდება ცაზე და ქრება ცოტა ხანში. ფეისის კედელზე მიდევს ფოტო.
ბაძვის თეორია კი იცი. ანტიკიდან მოყოლებული. და ასე შემდეგ. ვისაც ეს ლექსი ეძღვნება, ნესტან რატიანს ეს და ლექსის სხვა ამბები - კარგად იცის.
1. განმიმარტე ახლა ეს ლექსი გლეხურად. განმიმარტე ახლა ეს ლექსი გლეხურად.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|