გამომიტირე, გადავკვეთე ქვიშის საზღვარი, გამომიტირე, თუ გინდა რომ გიწინამძღვრო. სადღაც დამფალი... ამოიგლიჯე გულიანად ყველა ის ლოცვა, რასაც ვკითხულობ უდაბნოში კენტად მავალი, გამოიტირე ყველა სიტყვა რაც კი წამოგცდა, რომ არ დადგება, დაიტირე ის მომავალიც. გამომიტირე, არ ვაპირებ ქვიშის გადათვლას, ოდესღაც როგორც შენს სახეზე ჭორფლებს ვითვლიდი, თუ შეიძლება აქვე ვითხოვ სულის გადაცვლას წამზე, როდესაც გიყურებდი და შენ იცვლიდი. გამომიტირე, თუ ცრემლები ჯერ არ დაგიშრა, თუ ისევ შეგრჩა რვა თვის უკან გაგაჩნდა რაც კი, თუ ჩემი კოცნა მაგ ფერფლისფერ კანს კვლავ აგიშრებს, გამომიტირე, არ იქნება სხვა ლაპარაკი. გამომიტირე, გამოზარდე ხელებს კესანე, გადამითვალე ყველა კოცნა თითის ჩამოყრით, პირველად კართან, მეორე და მერე მესამეც, დავიზეპირე ეგ კბილები კარგად, გამოთვლით, გამომიტირე, არასოდეს არ დავბრუნდები, მუეძინის ხმა არასდროს არ დადუმდება, თუ გეეჭვება, დამაკვირდი როგორ ვბინდდები და ჩემი სისხლი ქვიშის გულში როგორ გუბდება. გამომიტირე, დაიხოკე სახე ხელებით, და შემომფიცე სიყვარული სახემტირალმა, ის ყველაფერი, რაც გაგვაჩნდა ჩვენ გახელებით, გამოიტირე, ეგებ ერთხელ კიდეც შეიგრძნო....
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სიყვარულით დახრუკული ლექსი სიყვარულით დახრუკული ლექსი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|