კრიმინალური ქრონიკებიდან აღებული ეს ინფორმაცია- ტიპობრივია. ოღონდ არ იფიქროთ, რომ ტერმინებს ვურევ. რაც მოხდა - რასაკვირველია, სუფთა ფემიციდია, მაგრამ ლექსის ფინალი, სადაც “მისიანი” ჩნდება - შემფასებელ- გამმართლებელი - უკვე მიზოგინიაა - ჩვენი საზოგადოების უბედურება! ორ უცხო სიტყვას ვერ დავარქმევდი, ნამეტანია. მკითხველთან - ბარიერია.
ნინო დარბაისელი
მიზოგინია
-მერე რა, თუკი გვქონდა “რაზვოდი”, იყო ნამდვილი წაკლა. თვითონ დაქალად ვინაც მიაჩნდა, სულ წვრილად ჩამიკაკლა. ალიმენტს რატომ გადავუხდიდი, ბოზობა ჰქონდა ნაკლად!- - თქვა მამამ, ვინაც ორი შვილის წინ დედა ღორივით დაკლა!
- მკვლელი არ არის! - თქვა მისიანმა, ღაწვიც არ შეეფაკლა.