ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
13 დეკემბერი, 2025


Михаил Лермонтов - Я счастлив! Тайный яд течет в моей крови

მიხეილ ლერმონტოვი - ბედნიერი ვარ! სისხლში მიჩქეფს ფარული შხამი

ბედნიერი ვარ! სისხლში მიჩქეფს ფარული შხამი,
სასტიკი სენი მოკვდინებით მიპირებს დასჯას,
ღმერთმა ქნას, რათა ასე მოხდეს!.. რადგანაც გვამი,
აღარ განიცდის არც სიყვარულს და აღარც ტანჯვას.

ექვსი ფიცრის მკვიდრს, მივიწყებულს, არ ესმის თხრობა,
არარა უწყის საუფლოში მარადი ღამის;
ვერც  დაძახილი დიდების და ვერც შენგან ხმობა,
სანდო სიმშვიდეს ვერ დამირღვევს ამაო რამით.

13 დეკემბერი, წმ. ანდრია პირველწოდებულის ხს. დღე, 2025 წ.

ექვსი ფიცარი - კუბოს მეტაფორა.


Михаил Лермонтов -  Я счастлив! Тайный яд течет в моей крови

Я счастлив! Тайный яд течет в моей крови,
Жестокая болезнь мне смертью угрожает!..
‎Дай бог, чтоб так случилось!.. Ни любви,
‎Ни мук умерший уж не знает.

‎Шести досток жилец уединенный,
Не зная ничего, оставленный, забвенный,
‎Ни славы зов, ни голос твой
‎Не возмутит надежный мой покой!..

1832

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები