ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰანა.
ჟანრი: პოეზია
15 დეკემბერი, 2025


* * *

საღამო…
პიაცა “გარიბალდი”
ბარებში  “გრაპა” და “პროსეკო”
მიზანი-
თავიდან დავიბადო,
ჯანდაბას ეპიკა და გროტესკი!


ჭიქაში მოქცეული  ოკეანე
ქაფდება
და
შხეფებს აფეთქებს,
კანკალით მივაბჯინე რევოლვერი
ნახევრად
შეთეთრებულ
საფეთქლებს,

  ჩრდილები…
ფანჯრები ირეკლავენ
ფიგურებს
შვეულსა და თარაზულს,
ის რაც ერთხელ უკვე დაიწყება,
თვითონვე იპოვის დასასრულს

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები