 | ავტორი: გიგო ჟანრი: პროზა 2 იანვარი, 2026 |
...მე, სხვა წერა ვიგულისხმე. ის არა შენ რომ იგულისხმე და არც ის, მე რომ ვგულისხმობდი მაგრამ შენს ნაგულისხმევს ჩემ გულისხმობასთან სხვა საგულისხმო წერა აკრავს. არც იმ ჰკვრაში გგულისხმობდი წერის მიღმა და არც შენ კეცდი ფურცელს ნაგულისხმევად. არადა როს იგულისხმე სწორედ მაშინ, მეც გგულისხმობდი და ვიცოდი რომ შენ დაწერდი წერილს, სადაც გულისხმას გაჰყვებოდა თითო ასო, სიტყვის ლოკომოტივს... იცის, რომ საგულისხმოდ გულმა გიგულისხმა და ნაგულისხმევ ხმებში გაგფანტა ფარფატ პეპლად მდელოს ზედაპირზე, სადაც გულისღვთაებრ ფრენდი, ფრენდიი, ფრენდიიი და კიდევ ფრენდიიი! ჰო, იქ სადღაც გულის ყურთან გგულისხმობდი... იქ, ცასთან გელოდი და საგულისხმოდ ვმღეროდიი... ვმღეროდი და ვწერდი... ვწერდი და ვუკრავდი, ვუკრავდი და ვხატავდი, ვხატავდი და ყველგან გულისხმით გეძახდი! გეძახდი და გელოდი, გელოდი და დროს ვჭრიდი, ვჭრიდი და ვფატრავდი. ვფატრავ და თან წითელ ლაქებს შორის ვფრენ, ვფრეენ, ვფრეეენ და ისევ ვფრეეეენ, რადგან ფრიიი და საგულისხმოდ ჩაგიხუტე დაჭრილმა გულისხმობად!.. ხმობა... ხმობდი... მიხმობდი და მე კი არსად ვიყავი და შენ იყავი თუ გგულისხმობდი?..
გიგო რიონელი 17 ნოემბერი 2025 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|