ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2026


***

მე შემიძლია აქ დავწერო
სიტყვები ჩუმად,
რომ სუნთქვას ჰგავდეს
ყოველი ასო ციდან ნაკრეფი.
ჩაუვლის მთვარეს მზე ერთი ციდა და
დაისვენებს ის მკლავებიც,
რომ გაშლილან
ქოხში  აუკრეფავად.

დაუკრეფიათ უკვე მინდორი,
სადაც ოდეს რაც ყვავილს ჰგავდა,
წავიდა...
გაჰყვა დარდი წითელი,
ზუსტად ისევე როგორც ერთ დროს
ის ყაყაჩო მინდორს რომ რთავდა!

"ყაყაჩოსა სიწითლითა"
ქოხი დაუმშვენებია!


გიგო რიონელი
3.11.2025 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები