მიხეილ ლერმონტოვი - ნუ გგონია, რომ ღირსი ვარ შეცოდების
ნუ გგონია, რომ ღირსი ვარ შეცოდების, ჩემს სიტყვებში დარდი სჭვივის გარდუვალი, ახლანდელი სატანჯველი, შეცდომები: წინათგრძნობა არის მეტი დარდუბალის.
ჭაბუკ გულში ნადუღ ჰანგებს ბადებს განსჯა! ბაირონთან გატოლებას გამჩენს ვვედრი, ერთნაირი სულები გვაქვს, მსგავსი ტანჯვა, რა იქნება, მისნაირი მერგოს ხვედრიც!
მისებრ ველტვი სიმარტოვეს გამალებით, ბავშვობიდან მეც მეუფლა მგზნებარება, მთებში მწუხრი, ქაფიანი ზღვის ტალღები, ქარიშხლები მეც მომგვრიდა ნეტარებას.
მეც მასავით ფუჭად ვეძებ მყუდრო ბუნაგს და მუდმივად ყველგან მდევნის ერთი ზრახვა; წარსულისკენ ვიყურები - ზრზენით მთრგუნავს, მომავალს ვჭვრეტ - იქ მოყვასს ვერ დავინახავ.
23 დეკემბერი, 2025 წ.
Михаил Лермонтов - К *** (Не думай, чтоб я был достоин сожаленья)
Не думай, чтоб я был достоин сожаленья, Хотя теперь слова мои печальны; - нет! Нет! все мои жестокие мученья: - Одно предчувствие гораздо больших бед.
Я молод; но кипят на сердце звуки, И Байрона достигнуть я б хотел: У нас одна душа, одни и те же муки; - О если б одинаков был удел!..
Как он, ищу забвенья и свободы, Как он, в ребячестве пылал уж я душой, Любил закат в горах, пенящиеся воды, И бурь земных и бурь небесных вой. -
Как он, ищу спокойствия напрасно, Гоним повсюду мыслию одной. Гляжу назад - прошедшее ужасно; Гляжу вперед - там нет души родной!
1830
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|