ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2025


????❤️

სველია ქუჩა, ძვირფასო ფრთხილად...
სველია ქუჩა და არეული,
მხრებზე გადნება შეშლილი წვიმა
ძვიფასო, ფრთხილად!..
საღამოს პირზე, ყოველთვის როცა
ნატკეპნი დღისგან რჩება არავინ
სულ არ მადარდებს, ვიცი შენ მოხვალ,
მოხვალ და მორჩა...
ბედნიერი ვარ, სამყაროვ, გესმის?
ბედნიერი ვარ ხშირად და ბევრჯერ...
აქ არის... ჩემში... რაღა ვთქვა მეტი?..
სიცოცხლეს ვეტრფი...
მხოლოდ წვიმები მაფიქრებს ზოგჯერ,
ხანდახან დამაქვს შიში სიცივის,
მერე კი ვეძებ ძალას, რომ მოვრჩე
და მე ვიცინი...
....
სველია ქუჩა, ძვირფასო ფრთხილად...
სველია ქუჩა და არეული,
მხრებზე გადნება შეშლილი წვიმა
ძვიფასო, ფრთხილად!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები