ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პაპუნა_გიორგაძე
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2025


ფორთოხალი... ღორი... ცედრა...

ბერწი ღორები მიირთმევენ გათლილ ფორთოხალს,
ფორთოხლის კანებს ინახავენ როგორაც ცედრას,
და შენ კი ამ დროს, მაცივარო, ისე თოთო ხარ,
რომ შენმა წყალმა ვერ გაავსო პატარა ვედრა,
უფრო სწორად კი, ვერ გაავსო პატარა სათლი,
ოცნებებია, აზიდული ჭადრად და კედრად,
ამასობაში, ღორი ახალ ფორთოხალს გათლის,
ფორთოხლის კანებს შეინახავს როგორაც ცედრას.
რა უმანკოა როგორც წესი ჩლიქი და დინგი,
და ფორთოხალსაც როგორ შვენის ტალახის ხალი,
პატეფონიდან ამღერდება უთუოდ სტინგი,
და ფორთოხალი, ფორთოხალი, და ფორთოხალი
მაცივარს თხოვს რომ ერთი ღამე გაათევინოს,
ალბათ ჩლიქებში ხელმეორედ არ მოსახვედრად,
ღორები ალბათ დაწურავენ ფორთოხლის ღვინოს,
და კანებს ისევ, კანებს ისევ როგორაც ცედრას
შეინახავენ, რადგან ცედრა საჭირო არი,
როგორც გრაალი, როგორც სიტყვა, როგორაც კვართი.
ამაღამ ალბათ უეჭველი იქნება ქარი
გათენდება და ჩემს მაცივარს წაიღებს ჯართი.
დილაობით რომ ატრიალებს საბჭოთა ექოს,
დილაობით რომ აშკარას ხდის დამალულ ლაქებს,
გუშინ წინ მითხრეს, ტრიბუნიდან ღორები მექო,
მე კი უბრალოდ ფორთოხლები ვადიდე, ვაქე,
და დატრიალდა მსგავსი ყოფის წამზომი ათვლის,
ეშაფოტები გადაიქცნენ ჭადრებად, კედრად,
ეზოში ღორი, ჩემს დაკრეფილ ფორთოხალს გათლის,
ფორთოხლის კანებს შეინახავს როგორაც ცედრას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები