ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
30 დეკემბერი, 2025


ფერები...ფერები...ფერები!

ბედნიერი უნდა ვიყო
მოლოდინით სავსე,
იმედები რომ გავუყო,
ვისაც მზე არ ავსებს.
ბედნიერი უნდა ვიყო
ყველგან: შიგნით, გარეთ,
სხივი რომ გავუნაწილო
სხვების ჩამქრალ თვალებს.
ბედნიერი უნდა ვიყო
სულ ცოცხალი მზერით,
უსიცოცხლოდ მომზირალს რომ
შევაშველო ხელი.
ბედნიერი უნდა ვიყო
გული ძგერდეს სწრაფად,
ბევრს რომ ფეთქვა გადავადო
სხვა დროსაც და ახლაც.
ბედნიერი უნდა ვიყო
სიყვარულით მთვრალი,
ყველამ, ჩემმა შემხედვარემ
რომ იწამოს ხვალის.
ბედნიერი უნდა ვიყო,
უნდა ვგრძნობდე სხვა ცას,
ჩემი სულის სიმხურვალე,
რომ ვაბნიო განცდად.
ბედნიერი უნდა ვიყო
სიხარულით "მძიმე",
"ტვირთის" ზიდვა რომ შევთხოვო
მერე, ერთ დღეს "ვინმეს"...
ბედნიერი უნდა ვიყო
ბედნიერი ძალზე,
სიკეთე რომ დავამჩნიო
ჩემს გასავლელ კვალზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები