ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2026


დიდი დიღმის ქარები

#ლექსები

ნინო დარბაისელი

დიდი დიღმის ქარები
(გ. ლობჟანიძეს)

ზოგჯერ  მომენატრებით, დიდი დიღმის ქარებო,
ქარით შემონგრეულო შენ, ლოჯიის კარებო!

“სხვაგან თოვსო”, მომწერეს, თქვენ  კვლავ ქრიხართ ავები?
სხვაა თქვენი გრიალი, სახლი -  ნანანავები.

…გხედავ ქოჩორგაჩეჩილს.. წლებმა დაკარგა თმები?!
შემცივნული ტაქსს ეძებ, ვეღარაფრით გათბები.

არც ტრანსპორტი რომ არ ჩანს?! სულ მოკლეთი გადიან.
შენ?  გიმეტებს ყინვისთვის ქარი - ავი გადია.

ფეხსაცმელი - ტალახში, ყველგან - გადათხრილები,
დაწყვეტილი  ღილები, ჩვენ- მკერდგაღეღილები,
ქვიშით სავსე თვალები, რომ ვეღარც იხილები…
როგორ მშურდა ქალების მორთულ-დავარცხნილების,
მაკიაჟშერჩენილთა, ნაზად თავდახრილების!

ვინც არ იცის,  რა არის  ქარის - ქართან დავები,
არ უხილავს ქუჩაში მფრინავი მოკვდავები,
ფიქრი - , “რას მოვეჭიდო?! ვერსად ვეღარ დავები”,
მან  - რა იცის? (აქედან  - ქარებს ვეღადავები).

მტერი მე რას დამაკლებს,
მომდრეკს მიწის რა ძვრები!
ნემსის ყუნწშიც გავძვრები,
რკინას გავკვეთ ამ ძვლებით
დიღმის ქართა გამძლები!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები