ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაქართელი
ჟანრი: პოეზია
19 იანვარი, 2026


სანამ სიცოცხლე იმედია

სატრფოს წუხანდელ ნაფეხურებს ვეძებ ნათოვლში…
დილით თეთრმა ცამ გადმოხედა დათოვლილ მინდვრებს…
ხელთათმანები ვერ შველიან თითებს გათოშილს.

კორიანტელი ფანტელების თავისკენ მითრევს,
მივქრი ვეფხვივით, ან რა ძალუძს ნეტავ მარტო ჟინს?,
როცა ნიკრისის ქარი მტანჯავს და სახსრებს მიმტვრევს.

ხელთათმანებიც ვერ შველიან თითებს გათოშილს,
სანამ სიცოცხლე იმედია, სიკვდილი - ვიდრე,
სატრფოს წუხანდელ ნაფეხურებს ვეძებ ნათოვლში…

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს