ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
17 იანვარი, 2026


თევზები - ჩემი ზოდიაქო

ნინო დარბაისელი

თევზები - ჩემი ზოდიაქო

მეტყვი “სასტიკო”,
მეტყვი “ცელქო”,
მეტყვი “სულელო”
ან არაფერსაც აღარ მეტყვი,
მოგწყინდა რადგან.

შემოიტანონ
ყვავილები და გვირგვინები
და თუკი სადმე ადგილია,
თვითონვე დადგან!

გახსოვს ოპერის მომღერლები
ტელევიზორში?
როგორ გვიყვარდა ხმის გათიშვა
და ისე ცქერა.

იჭაჭებოდნენ სიჩუმეში
და ვხარხარებდით…
არც არაფერი,
მოგონება
გულს დაეძგერა!

სასაცილოა, როცა სხვები
ხელფეხს იქნევენ,
ცეკვავენ გრძნობით,
მაგრამ მნახველს არ ეყურება

მუსიკა იგი და შეშლილი
ჰგონია ყველა,
ფიქრობს,  რა სჭირთო,
დამართიათ რა  ახურება!

გინდა, მთვარის სხივს დავეკიდოთ და ვიქანაოთ?!
გინდა,  მთლად წყალში გავცუროთ და
ვიქცეთ თევზებად?!

მხოლოდ დავყრუვდეთ?!
დავბრმავდეთ და
დავმუნჯდეთ კიდეც!
ჩვენი ბრალია?!-
- თევზებს პირი წყლით თუ ევსებათ!

არეული ვარ, მარტი მოდის
და ყინვებია.
ამ სიცივეში  რა  ჩანს განა,
რა უნდა ვაქო,

ბუხრის წინ ვზივარ,
და ჩათბილულს ნუღარ მეძახი,
ნუღარ მომიხმობ, “სადა ხარო”
ან “მოდი აქო”,

იყინებიან ღრმა ყინულში
წყლის ბინადარნი.
წყალქვეშ -  ქალია,
ტანშიშველი და  ულეჩაქო,
ხმა მომდის მისი,
მისი ანდა არც არავისი.
ხმა  - საარაკო.

თევზები - ჩემი ზოდიაქო!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები