 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 17 იანვარი, 2026 |
#ლექსები
ნინო დარბაისელი
კაშხალი და კოხშინშხალი
(ციკლიდან - ეტიუდები)
კაცის ხელი - ქალის ხალი, სიყვარული - ნარისხალი. დაგავიწყდა? - ხარ ის ქალი. ბედის დანახარისხალი.
გახსოვს - ძველი ის კაშხალი და კაშხალთან - ქარიშხალი? არ ეკმარა ის ჩინჩხალი, წამოვიდა კოხშინშხალი.
კაცის - ხელი, ქალის - ხალი. სიყვარული - ნარისხალი.
— - -
* კოხშინშხალი - მინდოდა, ლექსში ,, გადამერჩინა” ეს კარგი ქართული სიტყვა. ნიშნავს ზამთრის ქარიშხალს, თან ყინულებს რომ გაყრის, ძვალში რომ ატანს. ** ჩინჩხალი - შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა (ლ. ასათიანი. “ყაყაჩო”)
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა… …ანუ ნაპერწკლები შემომაყარაო. ჩინჩხალი - დასტურდება ალ. ჭინჭარაულის ,,ვაჟას მცირე ლექსიკონშიც” და ნიშნავს ცეცხლის ნაპერწკალს. ჩემი ფიქრით, არაა გამორიცხული, ეტიმოლოგიურად ქარიშხალი ,, ქარჩინჩხალს” უკავშირდებოდეს, მისი ამპლიფირებული ანუ გაძლიერებული ვარიაციაა კოხშინინშხალიც (ანუ კოხ-ჩინჩხალი) სადაც კოხი - ქვას, სეტყვას ნიშნავს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|