ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
19 იანვარი, 2026


Rainer Maria Rilke - Herbst

რაინერ მარია რილკე - შემოდგომა

ფოთოლცვენისას შორს მოჩანან თითქოს რტოები,
თითქოს ცის ბაღი დაიბერტყავს დამჭკნარ ფარატინს,
ფოთლები ცვივა უარყოფის ჟესტით, ფარფატით.

ღამით ვარსკვლავთა გუნდში მდგარი, როგორც ფარდახტი
ეცემა მძიმე დედამიწაც განმარტოებით.

დაენარცხება ეს ხელებიც დაბლა ცვეთისგან,
სხვებსაც შეხედე, ვერ ასცდება ამას შენდარი,

მაგრამ არსებობს სამყაროში ხელი ზენარის,
უსაზღვროდ ნაზად რომ დაიჭერს ჩამოცვენისას.

19 იანვარი, უფლის ნათლისღება, 2026 წ.


Rainer Maria Rilke - Herbst

Die Blätter fallen, fallen wie von weit,
als welkten in den Himmeln ferne Gärten;
sie fallen mit verneinender Gebärde.

Und in den Nächten fällt die schwere Erde
aus allen Sternen in die Einsamkeit.

Wir alle fallen. Diese Hand da fällt.
Und sieh dir andre an: es ist in allen,

Und doch ist Einer, welcher dieses Fallen
unendlich sanft in seinen Händen hält.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები