ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიშნები და კუთხეები
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2026


ქაღალდზე დაწერილი სიტყვები

ქაღალდზე დაწერილი სიტყვა “მუშები”
გამირბიან ქაღალდზე დაწერილ სიტყვა “მარშისკენ”,
რომ ქაღალდზე დაწერილ სიტყვა “ქვეყანაში”
ქაღალდზე დაწერილი სიტყვა “სამართლიანობა” აღადგინონ,
რომელიც აქამდე საერთოდ ვერ გაირჩეოდა,
ისეთი გაკრული ხელით იყო ნაწერი,
როგორც შრომის კოდექსის გვერდები კონსტიტუციაში.
ქაღალდზე დაწერილი სიტყვა “სახალხოდამცველი”
ცდილობს ქაღალდზე დაწერილი სხვა სიტყვებისგან თავი შორს დაიჭიროს.
ქაღალდზე სიტყვა “პოლიციამ” ჩაიქროლა და რამდენიმე ეკიპაჟი ჩაუდგა კვალში მსვლელობას, რომ ამ სიტყვებმა, რამე მნიშვნელოვანი არ გააფუჭონ.
ეტყობა, ნებისმიერი მცდელობა პროვოკაციისა, დასჯილი იქნება შესაბამისი აბზაცებით,
მაგრამ თუ მეზობელი ლექსებიდან გადმოვა იმდენი ასო, რომ სიტყვა “წინააღმდეგობა” შექმნას, არამგონია “პოლიციის” პუნქტუაციამ რამე გააწყოს ამ წინადადებათა შინაარსის წინააღმდეგ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები