ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხიდი პოეზისაა
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2026


ველოდები ომს

გუშინ გავთელე ჩემი ყველა ჩუმი ფიქრები,
მე ამ გაზაფხულს ნაღვლიანი ხიდი მელოდა,
თუ ამ ზმანებით სამუდამოდ გავირინდებით,
მერე გავიგებთ თუ ფიქრები ჩემი მშველოდა,
ასე არ გადის დღეები  და ვთვრები  მარტო ვარ,
და საზღაური გაცინების თურმე სილაა,
ვინმეს ასეთი მე თუ ახსოვს ან თუ ვახსოვარ,
ბალახი ჩემი, გაზაფხულიც ხომ ბიბინაა,
ჩემი სიტყვები განთიადის წყების სიშორე,
რომ მოცარტივით მარტო ვარ და აქაც მდევნიან,
მე სიყვარული ამათ შორის მდევდა სიშორედ,
თურმე ზურგს უკან მაძაგებენ და თან მწყევლიან,
ვარ მე დღეს მშვიდად სასწაულს რომ არა მოველი,
ასე ალიბი გამზადებით, ყველას თავისი,
არა ვყოფილვარ,უარყოფენ ალბათ ყოველნი,
ვერ გავაგენი, ბევრი ვნახე შესაბრალისი.
თ.გუბელიძე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები