| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 24 იანვარი, 2026 |
შემოვუყევ ისევ აღმართს, შენთან შემოსახვედრად... სხვაგვარი ხარ, ვით სიზმარი , მძიმე ფანტაზიებით, დავიღალე ისე ძლიერ , სევდა მახლავს თავდებად დავიღალე ჩემო სახლო, სხვაგან შენი ძიებით.
ახლა მეტად ჩემო მთებო და ბავშვობის მინდვრებო, მამაჩემი აღარ მიდგას , სიყმაწვილის დარაჯად, მსურს სანთლები ანთებული , სულზე გადავიღვენთო, შენი თავი წლების შემდგომ , ფიქრშიც , რომ არა წამართვან.
ნიწანპრების ნაცოდვილარ, ახლა ჩამტყდარ ალაგზე, ჩამოვჯდები , ვიოცნებებ, დარდებს გავეხუმრები. მერე ნაბრძოლ-მიჩვეული, შემოჩენილ სახადზე, ახლა ხომ არ გამიწყრები, ხომ არ დამემდურები?!
რა თუ არა შენი დარდი, ვინძლო გულით ვატარო, ზოგჯერ სულის აღმაფრენას, ავყვე გავუთამამდე, ღმერთო იქნებ ეს აღმართი, ეს ორღობე დალოცო იმედებით მომავალშიც , მიმაყვანოს სახლამდე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. სათქმელი, ფორმა, ლექსიკაა გასული საუკუნის დასაწყისისა. ამით ლექსი არ დაიწუნება. ძალიან მომეწონა: დავიღალე ჩემო სახლო სხვაგან შენი ძიებით
ვერ გავიგე, რას ნიშნავს:
მსურს სანთლები ანთებული სულზე გადავიღვენთო გული რომ იყოს, ვიფიქრებდი - ანუ გულხელდაკრეფილ მიცვალებულს ანთებული სანთელი თითებში ჩამადნესო?
ესე იგიიი, პუნქტუაცია - სად, რა, რატომაა, ვერავინ გაიგებს. პატარა არ ჩანხართ ასაკით, ახლა ამის შესწავლას რომ შეუდგეთ, იქნებ გერჩიოთ, ვინმე მოიხმაროთ, ვიდრე საჯაროდ გამოაქვეყნებდეთ რამეს.
+1 სათქმელი, ფორმა, ლექსიკაა გასული საუკუნის დასაწყისისა. ამით ლექსი არ დაიწუნება. ძალიან მომეწონა: დავიღალე ჩემო სახლო სხვაგან შენი ძიებით
ვერ გავიგე, რას ნიშნავს:
მსურს სანთლები ანთებული სულზე გადავიღვენთო გული რომ იყოს, ვიფიქრებდი - ანუ გულხელდაკრეფილ მიცვალებულს ანთებული სანთელი თითებში ჩამადნესო?
ესე იგიიი, პუნქტუაცია - სად, რა, რატომაა, ვერავინ გაიგებს. პატარა არ ჩანხართ ასაკით, ახლა ამის შესწავლას რომ შეუდგეთ, იქნებ გერჩიოთ, ვინმე მოიხმაროთ, ვიდრე საჯაროდ გამოაქვეყნებდეთ რამეს.
+1
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|