ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაქართელი
ჟანრი: პოეზია
26 იანვარი, 2026


შენ უწყი ღმერთო

ნახეს რა - ხმლით ვერ დააჩოქეს ქართული გენი,
ამიტომ გველის ორპირობით განთქმული ენით
გვატყუეს, გესლეს სისხლი ჩვენი, შობიდან მდენი,
ქართლი კი მაინც აღმოცენდა ხორბლით და მტევნით.

და ვინც იყავი იბერიავ სულ იგივ სჩანდე!
სხეულდაღლილი მძიმე ჯვარით, სული კი - მჩატე.
მტერს მიყიდული გაგამტყუნეს, გდევნეს და გშანთეს,
თუმც არ აქრობდი ყოველივეს შემქმნელის სანთელს.

და იზრდებოდნენ მშობელ მიწის დარაჯად ძენი,
შენ უწყი ღმერთო, იზრდებოდნენ მარადჟამ რწმენით.

გთხოვ ნუ მოუვლენ დიდ განსაცდელს გადაულახავს,
აცხონე ვინაც დაუკარგავს და დაუმარხავს.

მიეცი ძალა მის მომავალს, ზნე-მადლიანი
და აღადგინე საქართველო მხნე და მთლიანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს