ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
27 იანვარი, 2026


George Gordon Byron - The Dying Gladiator

ჯორჯ გორდონ ბაირონი - მომაკვდავი გლადიატორი

ვხედავ ჩემ წინ გლადიატორს, სულს რომ ღაფავს,
მკლავს ეყრდნობა, ხოლო ვაჟკაცური შუბლი
ეთანხმება სიკვდილს, თუმცა დასძლევს ზაფრას,
ძირს ეშვება ნელა თავი ჩაქინდრული,
წითლად მოჩანს ფერდი ხმალით დაისრული,
უკანასკნელ სისხლის წვეთებს დაღვრის ჟონვით,
მსგავსად დელგმის პირველ წვეთთა; მისთვის მტრული
ასპარეზი ცურავს, სიკვდილს შეხვდა ფრთონით,
სანამ შეწყდა მილოცვების ჟრიამული,
სადიდებლად გამარჯვებულ ბედკრულ მონის.

ყურადღებას არ აქცევდა ყვირილს, ქროდა
მისი თვალი გულთან ერთად ცხრა მთის გაღმა;
სიცოცხლეზე, ან ჯილდოზე არ ფიქრობდა,
დუნაისთან ქოხს ხედავდა, ნაცნობ ბაღნარს,
თამაშობდნენ ბარბაროსი ბალღნი ლაღად,
დაკიელი დედის ახლოს, მამა რომის
ზეიმისთვის სასიკვდილოდ დაიდაღა,
გთხოვთ, გუთებო, აზღვევინოთ სისხლი ომით,
აღდექით და დაირწყულეთ ნდომა წყრომის!

27 იანვარი, ნინოობა, 2026 წ.


George Gordon Byron - The Dying Gladiator

I see before me the Gladiator lie:
He leans upon his hand--his manly brow
Consents to death, but conquers agony,
And his drooped head sinks gradually low--
And through his side the last drops, ebbing slow
From the red gash, fall heavy, one by one,
Like the first of a thunder-shower; and now
The arena swims around him--he is gone,
Ere ceased the inhuman shout
which hailed the wretch who won.

He heard it, but he heeded not--his eyes
Were with his heart and that was far away;
He recked not of the life he lost nor prize,
But where his rude but by the Danube lay,
There were his young-barbarians all at play,
There was their Dacian mother--he, their sire,
Butchered to make a Roman holiday--
All this rushed with his blood--Shall he expire
And unavenged?--Arise! ye Goths, and glut your ire!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები