ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ველისციხელი
ჟანრი: პოეზია
30 იანვარი, 2026


საქმე უკვე იგრე იყო, ამოცანა აღარაფერსაც აღარ გვეკითხებოდაო

საქმე  უკვე იგრე იყო, ამოცანა აღარაფერსაც აღარ გვეკითხებოდაო
    (იუმორისტული)


რა შეხედვა ან შეხება,
ჩვენ გვჭირდება ამო ხსნა:
ამოცანა გვეკითხება,
სად ვიპოვოთ ამოხსნა:

ერთ ფეხმძიმე ქალს სჭირდება
ცხრა თვე  - ერთი ძე რომ შვას.
ცხრა ქალს?  -  თითო თვე? ჭინთება?
ნუ დაუცდის მოშუშვას?

ლოგიკურად - რა გაბრაზებს!
რა არ გეხალისება?
რა და  - რაოდენობაზე
დაყვანილი თვისება!

თქვა და ერთიც გამოცალა,
როგორც დგამი, ისე ძევს.
დაბნეული ამოცანა
არც არაფერს დაეძებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები