ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარქუა
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2026


ჩრდილები



ჩვენ ვატოლებდით ერთმანეთს ჩრდილებს

ჩვენ ვატოლებდით ერთმანეთს ჩრდილებს,
ის ირწეოდა და გვიხაროდა.
დრო ბავშვობის წლებს დაიმორჩილებს
და გაბზარული სარკის მახლობლად,
ეყრება ფუჭი ნაოცნებარი.

გახსოვს, ცაზე რომ მოვარდისფერო
ღრუბლები თითქოს  ფუნჯით ხატავდნენ?
ცას ავყურებდით და გადამფრენი
ჩიტების გუნდი სადღაც საზამთრე
სახლს მიელტვოდა, გადასარჩენად.

მყრალი ღალატი, როგორც სასჯელი,
მზემ გულზე სხივით ამომიშანთა.
მე ვწერე წიგნი და დავაკელი
ჩემი ცოდვების მძიმე ქარაგმა
და ჩავიწურე ფურცლის ბოლოში.

ჩვენ ვატოლებდით ერთმანეთს ჩრდილებს -
ალივლივდა და გადაიკარგა...
მე კი ლექსები, როგორც ბორკილი
შემომრჩა... ცაზე ვეღარც ონავარ, მოვარდისფერე ღრუბლებს შევყურებ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები