ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2026


სიკვდილი ვენეციაში

#ლექსები
ნინო დარბაისელი

სიკვდილი ვენეციაში

გრან კანალის მუქი მწვანე წყალი დილით - ლურჯია.
წყალქვეშ -  ხეთა ქვადქცეულთა  უამრავი ბურჯია. 
ესპანურად ვინ ეძახდა :- ფრთხილად, “ურჯი-ურჯია”!
ამსიშორეს რა უნდოდა, თავი რად გაურჯია?
ხარჭა იყო ოტომანის?
არა, ქალი -  გურჯია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები